пятница, 14 июня 2013 г.

დანიილ ჰარმსი - თარგმანი























რეაბილიტაცია
ყოველგვარი ტრაბახის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვალოდიამ ყურქვეშ წამომარტყა და შუბლზე მომაფურთხა, ისე წავავლე ხელი, რომ არასდროს დაავიწყდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვცემე იგი პრიმუსით, უთოთი კი უფრო გვიან საღამოს შევდექი. ასე რომ არც ისე სწრაფად მომკვდარა. ის არ არის მტკიცებულება, რომ ფეხი ჯერ კიდევ დილით მოვაგლიჯე. მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ანდრიუშა კი უბრალოდ ინერციით მოვკალი. ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიძლია. ანდრიუშა და ელიზავეტა ანტინოვნა რატომ ჩამივარდნენ თავისით ხელში? რაში სჭირდებოდათ მათ კარებისკენ გაქცევა. მე მადანაშაულებენ სისხლისმსმელობაში, ამბობენ რომ მე სისხლი დავლიე, მაგრამ ეს ტყუილია, მე უბრალოდ გავლოკე სისხლის გუბეები და ლაქები __ ეს კი ჩვეულებრივი ამბავია, გაანადგურო შენი თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულის ყველანაირი კვალი. ამასთანავე მე არ გამიუპატიურებია ელიზავეტა ანტონოვნა. პირველ რიგში, ის უკვე აღარ იყო ქალწული, და მეორეც მე საქმე დავიჭირე გვამთან, ასე რომ მას მონანიება არც დასჭირვებია. მერე რა, რომ ქალბატონს მალე უნდა ემშობიარა? მევე გამოვიყვანე ბავშვი, და ის ფაქტი რომ პატარა საერთოდ არ იყო სიცოცხლისთვის გაჩენილი ჩემი ბრალი არ არის. მე მისთვის თავი არ მომიწყვეტია. ამის მიზეზი მისი სუსტი კისერი გახლდათ. ის მართალია, რომ მე ჩექმებით გავრისე იატაკზე მათი ძაღლი, მაგრამ ეს უბრალოდ ცინიზმია დამადანაშაულოთ მე ძაღლის მკვლელობაში, როცა გვერდით შეიძლება ითქვას სამი ადამიანის სიცოცხლეა განადგურებული. ბავშვს არ ვთვლი. ნუ კარგი: ყველაფერ ამაში (მე შემიძლია დაგეთანხმოთ), შეიძლება ჩემი მხრიდან ცოტა სიბოროტეც გამოვიჩინე, მაგრამ ჩათვალოთ დანაშაულად ის, რომ მე დავჯექი და მოვისაქმე ჩემს საკუთარ მსხვერპლზე, ეს მაპატიეთ მაგრამ აბსურდულია. მოსაქმება _ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და მაშასადამე სრულიად არ არის დანაშაულებრივი. აქედან გამომდინარე, მე მესმის ჩემი დამცველის საშიშროება, და მიუხედავად ამისა მჯერა, რომ აბსოლიტურად გამამართლებთ.

пятница, 26 апреля 2013 г.

რიჩარდ ბრაუტიგანი (Richard Brautigan) - თარგმანი




მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ 

მე მოეცე საუკუნეში ვცხოვრობ
და შენ აქ ჩემს გვერდით წევხარ.
შენ უბედური იყავი როცა მძინარედ გრძნობდი თავს.
მე ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი.
უიმედოდ ვიგრძენი თავი.
შენი სახე ისეთი მშვენიერია რომ ვერ შევწყვეტ მის აღწერას,
და არაფერია ისეთი რითაც მე შევძლებ ბედნიერი გაგხადო შენ,
როცა შენ გძინავს...


მთვარე ჩვენს წინააღმდეგ, როდესღაც ჩვენ კვლავ ერთად გვძინავს

მე ვზივარ აქ, როგორც ცბიერი ბოროტმოქმედი რომანის პერსონაჟებიდან,
განხილვები და შეფასებები თქვენთვის მომინდია.
ისე, რა მოსატანია, მაგრამ მე გაგციეთ თქვენ უბედურებად,
და მე შევძელი ამით რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო თავისუფალი.
გეტყვით, რომ მარტივად შეიძლებოდა ყველაფრის კარგად დასრულება,
უბრალოდ სუფრასთან რომ დარჩენილიყავით ან დამაჯერებლად გეთქვათ,
მე გამომდის თქვენთან ერთად მთვარის შუქით ტკბობა,
ნაცვლად იმისა, რომ წასულიყავით და დაგეტოვებინეთ მარტო
მის სიმშვიდეში ჩასვენებული.

четверг, 14 февраля 2013 г.

ჰუმანპარკი (სცენარი)

                                                                                              ავტორი: ავთანდილ ხურციძე

სცენა I
ინტერიერი. ოფისი. დირექტორის მისაღები. დგას მდივნის მაგიდა კომპიუტერით და ტელეფონით. მარჯვნივ მოსაცდელი სკამები. ოთახი მთლიანად თეთრია. თეთრია მაგიდა, სკამები და კომპიუტერი. კედლებზე გაკრულია ცხოველთა დაცვის ლოზუნგების მატარებელი პლაკატები და სურათები. მაგიდასთან ახალგაზრდა, მიმზიდველი თია ზის თეთრ გამომწვევ ფორმაში და კომპიუტერში თამაშობს რაღაც თამაშს. მოსაცდელში ზის სოლიდურად ჩაცმული ვეფხია. მიმიკებზე ემჩნევა დაძაბულობა. რეკავს ტელეფონი. მდივანი პასუხობს.

თია: - დიახ, გისმენთ ბატონო ვახტანგ... შემოვიდეს უკვე?.. კარგი  ახლავე შემოვუშვებ.

ტელეფონის ყურმილს დებს და ვეფხიას მიმართავს.

თია: - გთხოვთ შებრძანდეთ, ბატონი ვახტანგი გელოდებათ. გილოცავთ.
ვეფხია: - გმადლობთ.

თია დგება დირექტორის კაბინეტის კარებს ხსნის. ვეფხია თავს დაუკრავს და დაბნეული კაბინეტში შედის.

Friends Are Enemies - Lo-fi lo-ve


New Georgian music project & first track

Friends Are Enemies - Lo-fi lo-ve

https://soundcloud.com/acorn-guy/friends-are-enemies-lo-fi-lo

Project Members:
Dito Chiqovani (Computer, Soundmaking, Guitar)
Acorn Guy (Computer, Guitar, Bass, Vocals)
Dreams KGB (Computer, Bass, Vocals)

Acorn Guy - Music Chanel on soundcloud.com

Short Trash Movie - "პატრიციუსი" (+18)

Laboratory - თრეშ ფილმი "ზრდილობა"



Fucking short, Hard core, Trash movie by Laboratory....

ერთხელ მიტინგეთში - ეკო დეისაძის საკურსო ფილმი


ავტორი
ერეკლე დეისაძე

ოპერატორი
ბესიკ კაპჭელაშვილი

მუსიკა
Acorn Guy
ბესიკ კაპჭელაშვილი

ვიდეო & აუდიო მონტაჟი
Acorn Guy

ტექსტი
ერეკლე დეისაძე

GETTO#? - სამოყვარულო დოკუმენტური ფილმი სტუდქალაქზე

Respect - (დოკუმენტური ფილმი რელიგიური დისკრიმინაციის თემაზე საქართველოში)

პოეზია-პოზა (Short film)



Experimental short documental movie, about georgian underground "Poetry"....

Best film in the nomination "special view" on south caucasus youth documentary film festival "At The Crosroad" (version without titles)

film by
Besik kapchelashvili

writer
Acorn Guy
Besik kapchelashvili

Performance - FROM lower - (Artist NikoloZ)




Artist 
NikoloZ

Video Editor
Acorn Guy

Performance - "Peace Zone" - Modern Dance - NikoloZ


Music by
NOTHING FM

Video Editor
Acorn Guy

Nothing FM - Live in "Rock Cafe" (Photos)

Nothing FM - TimeShift

ეს არის ნოისური დუხის ვეში რომელიც საერთოდ არ შეიცავს არანაირ ინსტრუმენტალურ ბაირამობას. ყველა ხმა და ყველა ბგერა მიღებულია ლაივ ზვუკებისგან. ალბათ გაგისწორდებათ.

Kung Fu Junkie & Nothing FM - გილოცავთ ახალ წელს

კონტრა ლაივის საახალწლო გადაცემა.

Kung Fu Junkie - BioRobot
Nothing FM - New Year Song


Georgian TRASH DOCUMENTAL Movies


ქართული ტრეში დაახალი სიტყვა მსოფლიო კინო ინდუსტრიაში - "დოკუმენტური ტრეში". ქართველები ყველაზე გასულები ვართ... ლოცვა კურთხევა თქვენ... ამ ფილმებს კიდე ვინც ნახავს დაერხა პაჟიზნები... :)

სტუდია ”გრაალი”-ს მიერ გადაღებული ქართული მართმადიდებლური დოკუმენტური (TRASH) ფილმები:

”ბნელ ძალთა კრება”


”ქვეყნის აღსასრული”



P.S. "სტუდია გრაალის" სხვა და ალბათ არანაკლებ საინტერესო ფილმები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - http://graali.ge/


Tim Burton - ED WOOD



1994 წლის ფილმი ედ ვუდზე ტიმ ბარტონის, ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც შეგიძლიათ ნახოთ...
კიდევ არის ედ ვუდზე დოკუმენტური ფილმი რომელიც არ იშვიათი ეგზემპლარის სახით მაქვს მე, და თუ მოვახერხე სადმე ატვირთვა დავდებ ლინკს... მანამდე ეს ფილმი იხილეთ

http://avoe.ge/movies/one.php?mid=5235

Edward D. Wood. Jr. - “რეჟისორი ტრანსვესტიტი”



ედუარდ ვუდ უმცროსი
ზოგადად თრეშ კულტურა წარმოიშვა XX საუკუნის 20-იან წლებში და ხელოვნების ყველა ჟანრი მოიცვა. ის ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული მიმდინარეობა, რომლის მთავარ გამომსახველად იქცა მეორეხარისხოვანი და ამავე დროს ყველანაირ კლიშეს მოკლებული ინდივიდუალური მარაზმი. თრეშისთვის სასურველ და დამახასიათებელ ელემენტებად ითვლება: ვულგარული, ყველანაირი გემოვნების გამანადგურებელი ეფექტი, გულისამრევი შოკი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიუჟეტების ყველაზე არალოგიკური თანწყობა, რომელიც უმეტესწილად მაყურებელში ნერვოზული ყვირილის დაუოკებელ სურვილს ან არაბუნებრივ და უჩვეულო, უემოციო მდუმარებას იწვევს.

Who The FUCK Is Jack Bauer - Trip Again (Dimedrol Version)


რობერტ ქრილი (Robert Creeley) - თარგმანი



ექო

ეს არასდროს ყოფილა
უბრალო მოლოდინი,
ჩუმად ჯდომა.

ჯერ კიდევ იყო
სხვა გზა მის გარშემო,
მანძილი, რომ წახვიდე –

როგორც ექო
ჰაერში
უსაქმოდ გამოდებული

რომელიც ყველას ესმოდა,
რომელიც სიტყვაზე
ადრე იყო ნათქვამი.

რა იყო სიყვარული
და სად
და როგორ მივდიოდით მასთან.

გერი შნაიდერი (Gary Snyder) - თარგმანი



****
დააწყვეთ ეს სიტყვები,
თქვენს აზრებზე წინ როგორც ლოდები.
მოთავსებული სხეული, მითითებულ ადგილას,
შეკრიბეთ მის წინ აზრები, გაფანტული
კოსმოსსა და დროში.
სიღრმისეული ძახილი ქაღალდების და კედლების
ათასგვარ ნარჩენებში.
მძიმე ლოდი რძისფერი გზის,
გადახრილი პლანეტის.
ეს პოემები, ადამიანები,
დაკარგული ცხენებია,
დროში გადაადგილებული უნაგირები.
მეტისმეტი მონდომებისგან ჩაქვავებული
და გამოფიტული ნაფეხურები.
სამყაროები მიმართული მარადიულობისკენ,
დაუსრულებლობისკენ,
ოთხგანზომილებიანი
თამაში მიდის.
ჭიანჭველები და ყორანი
ჯერ კიდევ რბილ და მყიფე თიხნარში,
თითოეული მათგანი მასში საკუთარ სიტყვას ტუმბავს.
მცირე მდინარეებით გარეცხილი ქვა,
გრანიტი: ჩაფესვილი
ხანძრის და სიმძიმით გატანჯული,
ცხელი ნალექი კრისტალურად შეერთდა.
ყველა ცვლილება აზრებში,
იგივე საგნების იდენტურია.

ბობ კაუფმანი (Bob Kaufman) - თარგმანი



მე გავანადგურე ზაფხულის ღამეში გახვეული ჩემი ტკივილი,
მისი თითოეული ნაწილი შტურმით ურტყამს მის კოსმიურ ადგილმდებარეობას მიმდინარე დროში.
ჩემს თვალებში დამარხული, კატასტროფული ისტორიები.
დიახ, სამყარო – ოღონდ არა როგორც უბრალო დამკვირვებელი კოსმიური ომის,
მზე – ჯერ კიდევ ოთხმოცდაცამეტი მილიონი მილით დაშორებული ჩემგან.
წარმოსახვით ტყეში, ყორნის ნაშობი ბეჰემოტი სრულიად ბუნებრივად მხიარულ მარტორქად გარდაისახა.
ჯერ კიდევ გუშინდელი ჩემი მოძრაობა, ცოცხალი უბედურების მატარებელია,
რომელიც ეძებს დეკლარირებას განვლილი ტკივილის სიღრმეებში.
ბლუზი მოძრავი ექოთი მატებს მათ განჭვრეტის უნარს უცხო ფორმით შემოსილებს.
დიახ, მე ვეძებდი მთვარის ოთახებს, ზაფხულის ცივი ღამეებით.
დიახ, მე განმეორებით ვიბრძოდი ჯერ კიდევ დაუსრულებელ შეჯახებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ დაუსრულებელი რჩებოდნენ.
დიახ, მე ხშირად მსურდა რაღაც განსხვავებული და ჯერ განუხორციელებელი ჩამედინა.
პოეტის ხომალდებზე ნამღერი ღამის ტრაგედიები.
და კვლავ უკან, ჩემთან დაბრუნებული მოხეტიალე სული, მეგობრული აურით მოცულ უცნაურ ქსოვილში განისვენებს.

ალენ გინსბერგი - ა მ ე რ ი კ ა



მე შენ ყველაფერი მოგეცი ამერიკა და ახლა მე არარაობა ვარ.
ორი დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი ამერიკა 1956 წლის
17 იანვარი.
ჩემი გონება კარგად ვერ არის.
როდისღა დავამთავრებთ ჩვენ ჰუმანურ ომს ამერიკა?
წადი შენი დედაც შენს ატომურ ბომბთან ერთად.
რაღაც თავს ცუდად ვგრძნობ, თავს ნუ მომაბეზრებ.
როდის გახდები ანგელოზებრივი ამერიკა?
როდის გაიხდი შენს ტანისამოსს?
როდის დაინახავ შენსავე თავს საფლავში მწოლიარეს?
როდის იამაყებ შენი მილიონი ტროცკისტით?
რატომ არის შენი ბიბლიოთეკები ცრემლებით სავსე ამერიკა?
ამერიკა როდის გაუგზავნი შენს კვერცხებს ინდოეთს?
მე დავიღალე შენი სულელური მოთხოვნებით.
როდის შემეძლება წავიდე სუპერმარკეტში და ვიყიდო რაც მჭირდება
ჩემი სრულიად კარგი ხედვით?

დანიილ ჰარმსი - მიშინის გამარჯვება


მიშინს უთხრეს:
ჰეი, მიშინ ადექი!
მიშინმა უთხრა:
არ ავდგები _ და გააგრძელა იატაკზე წოლა.
მაშინ მიშინთან მივიდა კალუგინი და უთხრა:
თუ შენით არ ადგები, მე გაიძულებ ადგომას.
არა, _ უპასუხა მიშინმა და გააგრძელა იატაკზე წოლა.
მიშინთან მივიდა სელეზნიოვა და უთხრა:
თქვენ მიშინ მუდამ წევხართ დერეფანში და ხელს გვიშლით წინ და უკან სიარულში.

"შტრიხკოდი" (Acustic Version)


LABORATORY - Eurasian Tour Step 2 - Kutaisi (Video)

LABORATORY - Eurasian Tour Step 2 - Kutaisi


არტ-ჯგუფი "ლაბორატორია", ქუთაისი, 2008 წლის 6 ივლისი, ცენტრალური გალერეა.
ევრაზიული ტურნეს მეორე ქალაქი.

იტოგში
თავდაპირველად იყო ცენზურა და ცენზურა იყო ღმერთთან და ცენზურა იყო კხმ..

რეპორტი:
საღამო აბსოლუტურად იმპროვიზაციული გამოვიდა.
დაილია ძალიან ბევრი ქუთაისური ღვინო, შეიჭამა ძალიან ბევრი ქუთაისური მცენარეები, ნაჩვენები იქნა ლაბორატორიის ერთი მინი-ფილმი -- ბესკას "პოეზიაპოზა", ფილმი "პატრიციუსი" დაცენზურდა და აიკრძალა. ფილმის შემდეგ ნაჩვენები იყო ახალგაზრდა რეჟისორის თემო ეზუღბაიას ორი ვიდეო. ამის შემდეგ იყო ბესკას პროექტის "კონტრალაივის" მიერ გადაღებული კლიპების ჩვენება (სხვათაშორის რუბრიკა "კონტრ-ელაივი" შეგიძლიათ ნახოთ პირველ არხზე შაბათობით დილის თორმეტ საათზე)
კლიპების შემდეგ ნაფტას ქონდა მცდელობა წაეკითხა ლექსი.
შემდეგ დაუკრეს ჯგუფებმა:


მინდა და ვთხრი!
Accidental Lover BoyZ
Nothing FM

2 ვეში გარეპა MC-Cutkill-მაც

ამის გარდა იყო რამდენიმე იმპროვიზაციული გამოსვლაც.

ბოლოს საღამო დახურეს ქუთაისურმა ჯგუფებმა. ესე სპონტანურად გადაწყდა.
ჯერ იყო ერეკლე ("მამაო ჩვენო - მინდა ჩემი პრეზიდენტი გაჩვენო")
მერე ჯგუფი "ბუნკერი" ("დამარხე! დამარხე" და ა.შ. )
და პატარა ჯიგარი ბიჭების ჯგუფი "LIGHT".




LABORATORY / Euroasian KGB ivent - Step 1 Tbilisi


პატარა რეპორტაჟი 26 მაისის ივენთიდან:

წაკითხულ იქნა სემინარი თემაზე -- "რეალობის განადგურება".
ლეო ნაფტამ აგინა ცენზურას.
ნაჩვენები იქნა ორი მინი-ფილმი (ორიც ტექნიკური ხარვეზის გამო არ ჩაირთო).
იყო ჯგუფ Nothing FM-ის ლაივ დებიუტი. საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური.
ბოლოს ანკას ფორტეპიანოს ფონზე დიდხანს იხმაურა, ენცეფალოგრამული ტესტები ჩაატარა, საბჭოთა პრაიგრივაწელი აწვალა და დისტორშენში გატარებული ვოკალით ისაუბრა ჯგუფმა "Accidental Lover BoyZ".

LABORATORY HYMN - "Send Our Tanks To Russia"




ART GROUP - LABORATORY Vol. 1


Kung Fu Junkie
Spandera Da Kompartia
Accidental Lover BoyZ
Nothing FM
Dream Laboratory
Mona LiZa Overdrive
Minda Da Vtxri
Urban SkyZ 5iles
Parfiumeria
Who The FUCK Is Jack Bouer
Leader

ART GROUP - LABORATORY Vol. 1

Laboratory - "Software #2013"


1. Once we were all experimented on. Then doctors became extinct like dinosaurs, and we were left alone. Yet, it is uncertain whether the docs have really died out or it is another trick or experiment of theirs. One way or another, we – the patients have seized the deserted laboratory and keep running the started experiments.

2. Free art and unlimited experiments – is the main philosophy of the lab patients. The laboratory is ready to stick to the operating mode in the post-apocalyptic system. The lab explores the most fundamental problems of an individual and the Present and the tunnels of reality. The lab also studies the methods of constructing and deconstructing the reality.
The laboratory is interested in:
Schizophrenia, autism, nuclear sunrises, cosmic migration, euthanasia, loneliness, drugs, theories of conspiracy and paranoia, cybernetic perspectives, revolt of the third world, embryonic dreams, coma, post-biological abilities of a human being, totalitarianism…Laboratory knows that you fucked up morons… oh, yes!

NOTHING FM - NOTHING FM (VIDEO)



****(მძინარედ)


მძინარედ დარჩენილ უჩინარ ხეებს,
წითელი ღრუბლები გადაეხვია.
მაგრამ რა საჭირო იყო ეს...
ყველას ეძინა ხეების ქვეშ.
შეექცეოდნენ ერთმანეთის სიზმრებს,
და იცვამდნენ ერთმანეთის ფოთლებად ქცეულ ემოციებს.
ყველას ეძინა.
ყველას ეძინა.
და როგორც მიცვალებულის მესაზე სვამდნენ დაწურული ოფლის წვეთებს.
ცდილობდნენ გადაეტანათ ძილი,
რომელმაც უკვე გაამრუდა დედამიწისეული ფორმები.
მონაქროლი მტვერი,
რომელმაც მოიტანა სუნთქვა მეტეორების და ცეცხლოვანი ღმერთების,
რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გამოიგონეს საკუთარი არსებობის მიზეზი.
და მაინც ჩუმად...
ყველას ძინავს.
ყველას ძინავს.
ყველა ერთმანეთში იხედება და სიცარიელით დაბადებულ მონატრებას პოულობს.
გაურბიან ცნობიერს და პოულობენ სიზმარს,
რომელიც ვიღაც უცხოებმა ჩამოასახლეს ჩვენში.
ჩვენც ველოდებოდით როდის გამოაცხობდა უფერული სივრცე პლანეტებს,
მაგრამ როგორც ყოველთვის დავაგვიანეთ...
როგორც ყოველთვის გვძინავს.
და უკვე გამოღვიძების აღარც გვჯერა.
და ყველას ძინავს...
და ყველას ძინავს...
და უსასრულოა მათი განსასვენებელი თუ მოსასვენებელი.
დაღლილობა და გამჭვირვლე კედლები,
საგნები მათ გარშემო უაზროდ მოძრაობის შეგრძნებას კარგავს
და ნაცნობ ფორმებში ჯდება.

გამოძერწილ პლანეტებს საფუარის სუნი ასდით...

ბავშვი


ბავშვი შენში.
როგორც ეგოიზმის მწიფე მარცვალი,
გახვეულ სამოსში თვლემს.
საშო ეფერებაღმერთის ცრემლებით.
ცხელი სისხლძარღვებით.
ისინი აღარ იბადევიან,
და აღარ ათბობენ ერთმანეთის კიდურებს,
მათ შორის ორი სანტიმეტრია.
მათ შორის დაღვრილი სისხლია.
მათ შორის ნაცრისფერი სიმარტოვეა.
და მაინც, როგორი სიშორეა მათში.
რას უდრის ორი სანტიმეტრის წონა.
რატომ ძინავთ მკვდარ ბავშვებს,
როცა მათი მშობლები იხოცებიან.
რატომ სვამენ კითხვები პასუხებს.
და შენ რატომ გჯერა ჩემი ძვლების ერექციის.
შეეშვით ღმერთებს,
თუ ჯერ კიდევ გსურთ მოიპოვოთ სიახლოვე.
შეეშვით ღმერთებს,
თუ ისევ და ისევ გსურთ ერთმანეთის გამოგონება.
შეეშვით სამყაროს თუ არ გშურთმკვდარი ემბრიონების,
რომელთაც შავი თვალები აქვთ.
გადაშლილი ფრესკების წინ.
შეეშვით სიყვარულის ახსნას,
თუ ჯერ კიდევ გესმით ხმა საკუთარი საფლავების.
შეეშვით ფერად მოგონებებს,
როცა გძინავთ ღრმა ძილით და უყურებთ თქვენს გადასარჩენად შექმნილ
საბავშვო მავზოლეუმს.
შეეშვით ბრძოლას
თუკი ოდესმე თქვენც მოიგებთ ომს...

****(ვაკუუმი ფეთქავს)


ვაკუუმი ფეთქავს,
ენერგოდოზატორებით აღგზნებული პირი ეძებს სხვას.
ეხება მის გარშემო შეკრულ ეფექტებს...
ზედმეტი სიფხიზლის დროს შევამჩნიე,
რომ პერანგი მთელი თვეა მაცვია...

გავაცნობიერე რომ ჯერ კიდევ ვზივარ.
შევამჩნიე, რომ გარშემო უცხო სხეულებს ძინავთ...
რომლებიც შეექცევიან ერთმანეთის მარტოობას...
იმისათვის რომ დაძლიონ კონსპირაცია...

პრობლემატური ბავშვების... შენახული ბავშვებით...
ყველა საგანი რომელიც უცხო სხელულების გარშემოა მიმოფანტული ძინავთ...
ძინავთ მათ ავტორებს...

ასეთ დროს ძილი შეუქცევადია...
ყოველი მთვლემარე ობიექტი გამოყენებულია,
და ჩართულია საერთო გადაადგილებაში, ელოდება საბოლოო დანიშნულებას...

სამყაროები იცვლება, ოღონდ ჩვენთან არა...
აქ მხოლოთ სანაგვე ყუთებით სავსე ნაგვის მანქანები მოძრაობენ, გამაფრთხილებელი ხაზების ირგვლივ.
და არ იციან როგორ გაექცნენ მათ შორის გაჩენილ ვირტუალურ წრეს...

ღამღამობით ყველა საგანი თავისი სრულყოფილებით აგრძელებს ბრუნვას.
და ელოდება თუ როდის შეწყდება ერთფეროვანი ქუჩების ფეთქვა...

****(როგორც შენ)


როგორც შენ,
როგორც ერთფეროვანი სამრეკლოები,
როგორც დანახული იმპრესიონისტები...
შემოვიდა შენში,
და დავასახლეთ უსახელო ჰორიზონტები...
წარმოდგენილი აფიორა.
გამოღვიძება.
მერამდენედ ვიგემეთ შემოდგომა,
როცა ერთმანეთი დაგვავიწყვა...
ყველაფერი შეერია სურვილს გაქრობის,
ყველაფერი ჩვენი მსხვერპლი გახდა.
ძილი.რომელმაც უკვე თქვა თავისი სიზმარი.
თუმცა ჩვენ დავბერდით,
იმდენად დავბერდით, რომ ფილმებს ვეღარ ვხედავთ.
გამოღვიძებულ სიზმრებს,
შავ-თეთრი ოცნებები მოგონებებზე,
შავ-თეთრი სილუეტები შენზე,
გამოფიტულ ორნამენტებს შეერია.
გარდაიცვალა როგორც შემომავალი ზარი.
ყველაფერმა დაკარგა რეალიზმი.
შეთხზული მშვენიერება.
მზერები ეხებიან ეკრანს.
ყველაფერი ბუნდოვნად ნათელია,
ვერ ვამჩნევ მასში გამოსახულ მეს,
და უკვე აღარც ძებნა შემიძლია.
ოდეს ყოფილ არს დღესამომდე,
ქალთა და კაცთა ერთად დაეჭრათ პური.
და მე ვიგრძენი რომ უკანასკნელი რაც გავიგე,
ჯერ ისევ სარკოფაგს შეექცევა.

სიგარეტი ეწეოდა ფილტვებს.

აქ


აქ,
სადღაც აქ,
შუაში გაჩხელილი,
ტყვიის მაღაროდ შობილი
ჩვენი სივრცე ქრება...
ქრება ილუზიები,
რომლებიც სისხლით ვშობეთ,
მოძრავ სალონებში...
ავტოფარეხებსა თუ სუპერმარკეტებში.
შევეჩვიეთ, რომ უკვე ყველაფერი მოხდა,
და ეს ყველაფერი შენს მერეა...

დ ა რ ა ი ო ნ ე ბ ა

როდესაც პეპლის ფრთა შეეხება თქვენს სალოცავებს,
მკვდარი სხეულის მარლას,
და როდესაც საკუჭნაოს კარი საბოლოოდ დაიხურება,
თქვენ გადაშლით ამ წიგნს და შეწყვეტთ იმაზე ფიქრს,
რომ გსურდათ მისი წაკითხვა.
თქვენი სიმფონიური ღიმილი შეკრავს დუღაბს მის წინაშე.
არასაკმარისი სამხმოვანებით განაგდებს რეალობის ტურბინებიდან.
ამ დროს თქვენი პეპლის ფრთები არწივის ფრთებად შეიჯავშნება.
ყველა დადგება უკან და ვერ გააცნობიერებს პარანოიდული
სინამდვილის ხვეულებს.
ფეთქვის ამპლიტუდები ვერ მოახდენენ რეინკარნაციას,
და ვერ შთაგაგონებენ შამანოიდურ განსხივოსნებას.
თქვენ აქ აღარასოდეს მოხვალთ,
და სულ დაივიწყებთ ამ ადგილს,
დაივიწყებთ რომ აქ იყავით,
თქვენ შეგრცხვებათ საკუთარი სხეულების,
ფარული ზრახვების და მონოტონური ოცნებების.
თქვენ ვერ დაანგრევთ ბნელ კედელს,
რომელიც გაშორებთ ერთმანეთს.
შესვამთ ღვინოს და ვერ იგემებთ არაყს.
შეგვჭამთ ჩვენ,მაგრამ უფრო ვერა,
რადგან აქამდე ჩვენ შევჭამთ საკუთარ თავს.
რომ თქვენ კიდევ ერთხელ იგემოთ ორგანულად გადამუშავებული
საკვების გემო.

შეეხე ჩემს სხეულს


შეეხე ჩემს სხეულს,
შეეხე ჩემს სხეულს.
შეეხე ჩემს ორგანულ ნაოჭებს,
როგორც მონატრებას.
შეეხე ჩემს გენდერულ საწყისებს,
შეეხე სალოცავებს,
როცა მათ გაანადგურებ.
შეეხე ჟოლოსფერ სინანულს,
რომელიც შენი ავტომანქანის სალონში გელოდება.
შეეხე ხელებს,
შეეხე მწვანე ბილიარდის ბურთებს.
გრავიტაციული კანონს დარღვევის შემდეგ.
შეეხე გონებამიხდილ მავთულებს საკაბელო ტელევიზიისას.
შეეხე სამყაროს, შემეხე მე.
და შენ ახელ თვალს, ღმერთს კი ძინავს.
და შენ იწყებ ფიქრს მის გარშემო.
მე გავიღვიძე, მან მიღალატა,
ის ყველასია, მე მისი.
და ვისი?
და კითხვამ უპასუხა პასუხს,
და პასუხმა თავი მოიკლა.
შეეხე, სხეული ჯერ კიდევ თბილია.

სიგარეტი ეწეოდა ფილტვებს.

****(Dreams)



სიზმრები ყველაზე უკეთ ირეკლებიან,
სამოსგახდილ, მშიერ მოხუცებში,
რომლებმაც უკვე დაივიწყეს
არგანცდილი ვნებები,
კონსერვის კოლოფივით შეკრული მირაჟები,
კოსმიური ორგაზმები...

როცა გძინავს (რკო და ბესი)


ყოველი ახალი დღე ახალი ილუზიით გვკვებავს,
ყოველი დღე იწყება ხვალით,
ყოველი ხვალ კი არ არის გუშინდელის გაგრძელება,

და ყოველთვის როცა ვიღვიძებ,
დღე იწყება ქალით,
დღე იწყება ქარით,
ქალით რომელიც შენი ყოფილი მეა,
ქარით რომელიც
ყოველ დილით თვალებზე გეფერება და გაგირბის....

იდეალური გარემო კვლავაც იდეალურია,
მხოლოდ არასრული,
ელექტროობა მოკვდავია,
ისევე როგორც ქარი,
ისევე როგორც ქალი,
ისევე როგორც მე,
იგივე ამბიცია, რომელიც გადალახულ ჰორიზონტებს ცრიდა,
რომელიც გვეცვა,
და რომელიც ყოველთვის გაურბოდა ვირტუალურ დროს,
იკარგებოდა იქ სადაც დღეს და ხვალ მთავრდება.

ყოველი დღე საწოლიდან შენი დაბადებაა,
ყოველი დღე შენი საშობაო ორგაზმია,
ყოველი დღე ჩვენი ცხოვრებისეული სიზმრების დასასრულია.
ყოველი დღე იმის შეგრძნებაა, რომ არაფერი მთავრდება,
არაფერი მთავრდება იქ სადაც დავიწყეთ,

და მე ისევ მოვალ.
მოვალ სიზმრებში შობილი ჩანასახების ვნებებით,
მოვალ სიზმრებით,
მოვალ ჩემი ძველი, მწვანე სიშორით,
20 წუთით გვიან.
მოვალ მაშინ როცა გამირბიხარ,
მოვალ მაშინ როცა გაგირბივარ,

მოვალ მაშინ როცა ყველაფერი შენი სუნით არის გაჟღენთილი,
მოვალ მაშინ როცა შენი ქარი დაუბერავს,
მოვალ მაშინ როცა შენი სურვილები წარმოქმნილ საზრისებს შეერევა.
მოვალ 20 წუთით გვიან.
მოვალ ათჯერ უფრო გვიან.
მოვალ მაშინ როცა საათებზე ფიქრი სუნთქვას შეწყვეტს.
როცა ყოველი დღე საბნიდან გამოსვლას დააპირებს.
მოვალ და გაჩუქებ ჩემს ილუზიას,
რომ ჩვენ გვძინავს მარადიულ სიზმარში,
რომ ყოველი დღის გამოღვიძება მორიგი სიზმარია,მარადიულ ქარში.
რომ ყოველი დღე ახალი ტყუილია, ჩვენი რეალობის,
რომელიც დაუსრულებლი ემოციით ავსებს
ჩვენს ფარულ და გამოფიტულ უჯრედებს...

ეს მარადიული ძილია,
ჩვენი ძილი მარადიული ტყუილია...

გავიხსენე


გავიხსენე, როგორ გელოდებოდა...
მაგრამ გადაუხვია სადღაც 6-ზე...
არც შენ გიცდია მისი შეჩერება...
თუმცა პირდაპირ გეტყვი, რომ ვერ შეაჩერებდი...
ვერც დრო შეაჩერებდა...
ვერც თავისი ახალშობილი ჩვილის ტირილი...
ვერც მისდამი სიყვარული, რომელიც ასე ძლიერ ითხოვდა საზღვრებს...
ვერც თხოვნა მონატრებული სიურეალიზმიდან...
ვერც გაიქეცი, თუ გიყვარს მტერი შენი...
და ვერც ის რომ შენი მეათე მზერა, გამოცხადება,
მწვანედ შემოსილ შენობებს ყელზე ედგათ...
დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენე,
რომ ერთად ისხედით...
მაგრამ ეს სულაც არ იყო მოგონება....
მერამდენედ მეორდება შემოსული ზარი...
რეკავენ საზღვარს იქედან... ვიცი...თან წუთში ორჯერ...
ეს არ არის ის რაზეც უნდა მეთქვა...
ახლა დავბრუნდი და დავივიწყე...
სიცოცხლე თვითმკვლელობით სრულდება...
ჩვენ ვეძებთ სიყვარულს...

შ ე ნ


ყავისფერი ღამეები გააქრობენ ამომავალ სინათლეს,
ნაშობი სიჩუმით.
რომელიც არასდროს გაანათებს მთვარის იქეთ.
ფეთქავენ რკალები შავ-თეთრი ურნებით სავსენი.
და ლურჯი, მდუმარე ტუჩები ეკვრიან ერთმანეთს.
შენ კი ვერ ემსგავსები საკუთარ თავს.
და ვერ ეგუები საკუთარ ბოლოს, რომ მოკვდები.
შენი იმედი სამოთხისეული ვნებისა დაბადებამდე კვდება.
შენ ვერ ივიწყებ სიმარტოვეს,
ვერ ივიწყებ მომავალს რომელიც იცი.
შენ გაშინებს ყველაფერი ახალი, მათ შორის მე.
შენი ცრემლები ეფერებიან მარტოობას.
შენი სიყვარული კი მარტოობას გაურბის.
ამიტომაც ყოველთვის ხარ მარტო.
მარტოობის ოცი საუკუნე და ერთი დღე.
აქ აღარავინ მოდის. ისევე როგორც გუშინ.
შენ ძველებურად გრცხვენია ჩემი, გრცხვენია იმის,
რომ მაინც გიყვარვარ,
და გეშინია იმის, რომ შეიძლება არასდროს შეგიყვარო,
რომ ჩემი ფიქრებით შენი სურვილები გავანადგურო,
რომ შენი ცარიელი დღიური წავიკითხო,
რომ კიდევ ერთხელ გითხრა ნახვამდის.
რომ შევძლებ და დაგანახებ არარსებულ სილამაზეს.
რომ დაგავიწყებ მყოფადობას და საცხოვრისს.
და რომ გაჩუქებ ახალ მხედველობას,
ახალი სამყაროს დასანახად.
სადაც არ იქნება არც ერთი ღმერთი.
და არ ვიქნებით ჩვენ...
და არ იქნება არავინ...
და არ იქნება თვით არაფერი...

ა რ ა ლ ე ქ ს ი

არარსებული არანორმალურები არაფხიზელ
არაგვამებს ემსგავსებიან.
და ეს არაფიქრები არ აფრქვევენ არარსს.
არმოგებული ბილეთები არ იღებენ არაქრთამს.
არმოსული არასტუმრები არააზრს.
არშემგუებელი არამიშა არათავის თმას.
არგაჩენილები არათავის ხმას.
არგაზრდილები არშესმულ არაშხამს.
ართქმული არ გაეყარა თქმულს;
თქმული არ მიებარა წარსულს;
წარსული არ შეეფარა გზას;
გზა არ გადაიქცა არაგზად;
არაგზა არ შეუერთდა არაწყალს;
არაწყალი არ მოერია თავს;
არათავი არ დაემსგავსა თავს.
არავინ თქვა არაფერი.
არავინ დაიძინა არავისთვის.
არავინ გაიღიმა არსად.
არავინ დაიკარგა არსად.
და არ დაიღარა ყველა.
და არ დაიღალა ყველა.
და არ შეიგინე შენ.
და შენ არაფერი გითქვამს სხვაზე...

კინოსტუდია


ხელაღებით შეეხე სამყაროს,
გამოაძევე შენი სუნთქვა, კვამლის სვეტებში ჩაგუბებული,
გამოატიე შენს წვრილ, მღვრიე სრუტეებში,
მარადიულ კოცნად ქცეულ ნაცრისფერ მღვიმეებში.
შენი სახე დავიწყებაა.შენი სახე სისხლია,
შორეული აღმოსავლეთის გასათავისუფლებლად დაღვრილი.
შენი ცხოვრება მარადიული საშოა.
უსივრცო და უკიდეგანო.
საშო ყოფიერი ძიების. საშო სიშორის გამოგონების.
საშო დავიწყებული სიზმრის,რომელიც ასე ხშირად გვკარგავს,
იქ სადაც სიზმრები თავისუფლად თვლემენ.
რომელიც ასე ხშირად გვებრძვის,
იქ სადაც კარგად დავიწყებული ომია წარმოსახვითი მეომრების.
რომელიც ასე ადვილად გვტოვებს მაშინ როცა ყველაზე მეტად გვსურს ძილი.
როცა ყველაზე მეტად გვსურს ერთმანეთის გამოგონება.

****(შორს ხარ)


როცა ვიღვიძებ და გხედავ სიზმარს,
რომ შემიძლია შენამდე მოვიდე გითხრა, რომ შორს ხარ,
რომ შემიძლია ხელი ჩაგკიდო და გითხრა, რომ შორს ხარ,
და ჩემი არარსებული სიყვარული გაგიზიარო და დაგანახო, რომ შორს ხარ,
და კიდევ ერთხელ გითხრა, რომ ვიხუმრე და შორს ხარ,
და კიდევ ერთხელ გითხრა, რომ შენ შორს ხარ და შორს ხარ,
და კიდევ ერთხელ ჩაგხედო თვალებში და გითხრა,
რომ შორს ხარ,
და კიდევ ერთხელ დაგანახო შენი სამყარო ჩემი თვალით,და გითხრა რომ შორს ხარ,
და გითხრა რომ ჩვენ არასდროს დავბერდებით,
და შორს ხარ,
და რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი,
და შორს ხარ,
და რაც ვთქვით მან უკვე ჩაიარა...
და შენ შორს ხარ...

და მიუხედავად ჩემი შენდამი დიდი სიყვარულისა,
ამ ყველაფერზე ფიქრი უკვე მეზარება...

დაკარგული


(ნაწილი I)
კარიდან უჩუმრად გამოდის ღამე.
ესუბრება დილას, როგორც ქალს...
ერთჯერადი მოხმარების საგნები სანაგვე ურნებს ყნოსავენ.
ჯერ არ გათენებულა...
და შენ რა გსურს ასეთ დროს???
შეუქცევადი მოლოდინი?!
თუ უნუგეშო ტკბობა არაპროგნოზირებადი შიზოფრენიით...
თუ გაურეცხავი საცვლების გამოფენა ჟანგბადის სამალავებით...
ნუთუ დაგავიწყდა ვისი გორისა ხარ???
თუ კიდევ ერთხელ შეგახსენო რომ გორი ქალაქია და არა გორი...
რა მოგდის ვერ ეგუები ფესვებს???
მერე მოიჭერი... სანამ მოგჭრიან როგორც იმ სამშაბათ დღეს.
ფესვები ჩვენით იკვებებიან...
როგორც მრღნელები ჩვენი გონების,
პატარა უჯრედების ლაკონურობით...
და მაინც დაგავიწყდა რომ პატრიოტი ხარ???
თუ უკვე გესმის ზარების როკვა საპატარძლო ბორდელში...
ახლა ვხვდები რომ დაინახე...
მჯერა რომ დაინახე საკუთარი მე მეორე პირში...
თუ ესეც მომეჩვენა???
შენ ხომ სულ ასე ამბობ...
ჩაკბიჩე დედამიწა...
თუმცა შენი გჯერა...
ალბათ მეც...

****(NO ჰაიკუ)



შენი მსუბუქი სხეული ებრძვის ჩვეულ ფორმებს.
გადავარცხნილი ფრთები წარმოსახვების მსხვერპლია.

ირმა და ომარი


მაშინ როცა მამა იძინებს შვილი ტირილს იწყებს...
და დღეს გაუმართლა მის დედას...
რომ ის უკვე აღარ არის აქ...
და სიყვარული თვლემს,
და მამა ეფერება...
გაიხსენეთ რაზე მოთქვამდა ბლოკი.
როცა აჭამეს შპროტი...
და ჩვენი გენიალური სევდა ინდივიდუალურია...
და ის ზედმეტად ინდივიდუალურია...
და დამღუპველად ინდივიდუალურია...
და ჩვენ შეგჭამთ შენ...
და როცა ფერთა უსაზღვრო სიფერადე ერთ სამოსს მოიხურავს???
იკითხა მან... და სიფერადე ისევ შეიცვალა...
შემოდი მშვენიერო,
ოღონდ ფრთხილად მამა არ გამიღვიძო..
მოეფერე საკუთარ გვერდში მდგომს...
ისე რომ სახელიც არ კითხო...
და გაახილე თვალნი შენნი,
როცა გრძნობ რომ საკმაოზე მეტი შუქი დაკარგე...
და უამრავი სიმარტივე გაანადგურე...
და უბრალოდ დახატე მოლეკულა,
შენი შავ თეთრი სიზმრის...
და დაიჯერე, რომ მასზე მარტივიც არსებობს რაღაც...
და თუმცა ეს ყველაფერი ბოდვაა, ძილის წინ...
შენ მაინც ახელ თვალს...
ეს იყო სიზმრად...
მოლეკულები არ არსებობენ...

დამატება, უკვე გვიან


სიძულვილამდე ჯერ შორია.
თუმცა ჩვენ ვთამაშობთ,
მაშინ როცა გვძინავს.
და მაშინ როცა ვუყურებთ
ერთმანეთის მღვრიე თვალებს.
როცა ერთმანეთის სიახლოვე
გვაიძულებს წასვლას.
წასვლას სხეულს იქეთ.
წასვლას სამყაროს იქეთ.
წასვლას იქეთ.
ისახება ჩვენი შტრიხები.
მოწამლული ერთფეროვნებით,
დავიწყებით, მანკიერი გრძნობით.
ჩვენ შევსვით ერთმანეთის სიშორე.
ჩვენ შევსვით შიშით და სიძულვილით სავსე პოლუსები.
და მერამდენედ დავასრულეთ გაუგებრობით.

კელის ზღაპარი


ფართო სახეები დაემალებიან მოგონებებს და მოისვრიან წამებს.
და შენ შეგრცხვება ჩემი, რადგან ჩვენ დავემსგავსებით ერთმანეთს.
მერინდელი გონება გადაწვავს ჩვენს წარსულს და შეაგინებს ჩვილ ბავშვებს კოკა-კოლით.
მოფრინდებიამ თეთრი კატები და გვამცნობენ სალაროს წიგნაკის გაუქმებას სამუდამოდ.
და გაივლიან მატარებლები.
და მოიტყვნებიან ქალიშვილები და ყველა. . .
ასე თუ ისე.
დაბერდებიან არარსებული ემბრიონები.
და ყველაფერი დაივიწყებს კვნესას.
დაიწყებს ლოდინს.და არ გაიყოფს ლოგინს.

ეპისტოლე სამ ნაწილად



(ნაწილიI)
გამოფხიზლდით, დისკუსია ესთეტიზმზე მორჩა.
თქვა და გაჩუმდა.
ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას.
ბრძოლას სამყაროს გადასარჩენად.
ბრძოლა ჩვენი რეაქციაა.
თქვენი პრიორიტეტების მარცხი.
თქვენ ეძებთ სიღრმეებს,
ჩვენ ვეძებთ ერთმანეთს...
თქვენ აშენებთ დემოკრატიას,
ჩვენ კი ვიცვამთ ამოკაწრულ სხეულებს.
მორალი თქვენი კონცეფციაა,
თავისუფალი აზროვნება კი ჩვენი ყოველდღიურობაა.
და მაინც რა განსხვავებაა ჩვენში.
ჩვენ ორივენი ვსვამთ ერთმანეთს ყოველ დილით,
თუმცა არც კი გვახსოვს
რომ უკვე დიდი ხანია ვეღარ ვცნობთ ერთმანეთს.
შეიძლება ძალიან დიდია ჩვენთვის ერთმანეთი,
იმდენად დიდი რომ მეხსიერება ვერ უმკლავდება.
და ჩვენ მოგვწონს ეს...
ძირს სახეები,
ძირს კონფორმისტები,
და ძირს პრიორიტეტები.