четверг, 14 февраля 2013 г.

კინოსტუდია


ხელაღებით შეეხე სამყაროს,
გამოაძევე შენი სუნთქვა, კვამლის სვეტებში ჩაგუბებული,
გამოატიე შენს წვრილ, მღვრიე სრუტეებში,
მარადიულ კოცნად ქცეულ ნაცრისფერ მღვიმეებში.
შენი სახე დავიწყებაა.შენი სახე სისხლია,
შორეული აღმოსავლეთის გასათავისუფლებლად დაღვრილი.
შენი ცხოვრება მარადიული საშოა.
უსივრცო და უკიდეგანო.
საშო ყოფიერი ძიების. საშო სიშორის გამოგონების.
საშო დავიწყებული სიზმრის,რომელიც ასე ხშირად გვკარგავს,
იქ სადაც სიზმრები თავისუფლად თვლემენ.
რომელიც ასე ხშირად გვებრძვის,
იქ სადაც კარგად დავიწყებული ომია წარმოსახვითი მეომრების.
რომელიც ასე ადვილად გვტოვებს მაშინ როცა ყველაზე მეტად გვსურს ძილი.
როცა ყველაზე მეტად გვსურს ერთმანეთის გამოგონება.

Комментариев нет:

Отправить комментарий