четверг, 14 февраля 2013 г.

დ ა რ ა ი ო ნ ე ბ ა

როდესაც პეპლის ფრთა შეეხება თქვენს სალოცავებს,
მკვდარი სხეულის მარლას,
და როდესაც საკუჭნაოს კარი საბოლოოდ დაიხურება,
თქვენ გადაშლით ამ წიგნს და შეწყვეტთ იმაზე ფიქრს,
რომ გსურდათ მისი წაკითხვა.
თქვენი სიმფონიური ღიმილი შეკრავს დუღაბს მის წინაშე.
არასაკმარისი სამხმოვანებით განაგდებს რეალობის ტურბინებიდან.
ამ დროს თქვენი პეპლის ფრთები არწივის ფრთებად შეიჯავშნება.
ყველა დადგება უკან და ვერ გააცნობიერებს პარანოიდული
სინამდვილის ხვეულებს.
ფეთქვის ამპლიტუდები ვერ მოახდენენ რეინკარნაციას,
და ვერ შთაგაგონებენ შამანოიდურ განსხივოსნებას.
თქვენ აქ აღარასოდეს მოხვალთ,
და სულ დაივიწყებთ ამ ადგილს,
დაივიწყებთ რომ აქ იყავით,
თქვენ შეგრცხვებათ საკუთარი სხეულების,
ფარული ზრახვების და მონოტონური ოცნებების.
თქვენ ვერ დაანგრევთ ბნელ კედელს,
რომელიც გაშორებთ ერთმანეთს.
შესვამთ ღვინოს და ვერ იგემებთ არაყს.
შეგვჭამთ ჩვენ,მაგრამ უფრო ვერა,
რადგან აქამდე ჩვენ შევჭამთ საკუთარ თავს.
რომ თქვენ კიდევ ერთხელ იგემოთ ორგანულად გადამუშავებული
საკვების გემო.
ადრე თუ გვიან თქვენ დახევთ თქვენს მოლოდინს,
თუმცა არაისე როგორც ელოდით.
ბევრს ეცდებით გაიგოთ რა მინდა,
მაგრამ ვერ შეძლებთ.
სანამ თვალებს არ აიხვევთ და ერთმანეთის სიშიშვლეს არ დაინახავთ.
სანამ არ გადაეჩვევით ტაშის კვრას,
რომელიც ლექსის ბოლოს უეჭველად იქნება.
ამის შემდეგ თქვენი ლოცვები ჩემს სურვილებს გაემიჯნება.
და თქვენი გრანდიოზული ფალოსი, დაიყვირებს:
_ “მორჩა, აღარ მინდა უსაქმურობა.”
და მიგატოვებთ.
მიგატოვებთ და წავა.
ისე უბრალოდ ადგება და წავა.
წავა იქ საიდანაც იშვიათად თუ ბრუნდებიან.
და ის გამოჟიმავს წარღვნის ფიტულებიდან მთელ განავალს,
და თქვენთვის შეინახავს.
თქვენ კი არ მიხვალთ.რადგან ფიტულის გეშინიათ.
გეშინიათ იმიტომ, რომ თქვენც ფიტულები ხართ.
მხოლოდ ერთი განსხვავებით, თქვენ სავსენი ხართ.
სავსენი იმით რაც ზემოთ ვახსენე.
ყოველივე ამის შემდეგ თქვენ მაინც დაჰკრავთ ტაშს.
ბუკსა თუ ნაღარას.წახვალთ შორს,
ალმოდებულ ცისფერ კვადრატთან.
წახვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ პრეზიდენტს.
დაჭრით ხახვს და საკუთარი ხელით დაიყრით ყურებზე.
და ის იქნება ამა ქვეყნის ამონი.
ჩალით დახურული ქვეყნის ნეფერტიტი.
ბოსხი და მოცარტი.თქვენი ბრძენი და თქვენი მთესველი.
და თქვენ ამის შემდეგ ჩუმად ხართ და ელოდებით ბოლოს.
იმის ნაცვვად რომ მესროლოთ საკუთარი დაბღვერილი პორტრეტები.
ფეხსაცმელი,
ნაგვის ურნა,
მჭაყე პომიდორი,
ან ის რაზეც ეხლა ზიხართ.
ნუთუ ასეთი საშიში და მძვინვარი ვარ.
ნუთუ ასე ძნელია მომვარდეთ ყველანი შემომახიოთ ტანსაცმელი
და იქამდე მჟიმოთ სანამ საკუთარ იმპოტენციას არ იგრძნობთ.
არ მიხვდებით რომ ვერაფერი შეძელით რისი გაკეთებაც გინდოდათ.
როგორც სჩანს ძნელია.
ძნელია და იყოს ძნელი.
და მე თქვენ გეტყვით, რომ წიგნი ეძღვნება ქართველ ურჩ გადამხდელებს...

Комментариев нет:

Отправить комментарий