четверг, 14 февраля 2013 г.

ეპისტოლე სამ ნაწილად



(ნაწილიI)
გამოფხიზლდით, დისკუსია ესთეტიზმზე მორჩა.
თქვა და გაჩუმდა.
ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას.
ბრძოლას სამყაროს გადასარჩენად.
ბრძოლა ჩვენი რეაქციაა.
თქვენი პრიორიტეტების მარცხი.
თქვენ ეძებთ სიღრმეებს,
ჩვენ ვეძებთ ერთმანეთს...
თქვენ აშენებთ დემოკრატიას,
ჩვენ კი ვიცვამთ ამოკაწრულ სხეულებს.
მორალი თქვენი კონცეფციაა,
თავისუფალი აზროვნება კი ჩვენი ყოველდღიურობაა.
და მაინც რა განსხვავებაა ჩვენში.
ჩვენ ორივენი ვსვამთ ერთმანეთს ყოველ დილით,
თუმცა არც კი გვახსოვს
რომ უკვე დიდი ხანია ვეღარ ვცნობთ ერთმანეთს.
შეიძლება ძალიან დიდია ჩვენთვის ერთმანეთი,
იმდენად დიდი რომ მეხსიერება ვერ უმკლავდება.
და ჩვენ მოგვწონს ეს...
ძირს სახეები,
ძირს კონფორმისტები,
და ძირს პრიორიტეტები.

ემოციებს სახელი არა აქვთ.
ისევე როგორც ადამიანებს,
ისინი ვიღაც უცხოებმა გამოიგონეს.
ჩვენი ემოციები ინდივიდუალურია...
ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს,
მიუხედავად ჩვენი სიმრავლისა...
ჩვენ ვკარგავთ და ვპულობთ.
თქვენ კი მხოლოდ პოულობთ.
ამიტომაც არ იცით რა არის დაგარგვა.
ამიტომაც თქვენთვის უცხოა ჩვენი სითბო,
ჩვენი სიყვარული, ჩვენი სიახლოვე...
ჩვენ არ ვწერთ მორალს... ჩვენ მას ვანადგურებთ...
ჩვენ ვართ საკუთარი თავის მგოსნები და სკულპტორები.
და ჩვენ მართლაც ერთ ადგილზე გვკიდია ბევრი რამ.
ჩვენთვის სიცოცხლე ძილია,
სიკვდილი გამოღვიძება...
დღეს ისევ ბევრი დაიღუპება,
მაგისტრალების გადაკვეთისას,
კულუარული გამოსვლებისას,
შემოქმედებისას. ჭამისას,
სექსისას,
გაჩხერისას,
მელანქოლიისას...
გამოღვიძებას გილოცავთ ძმებო,
კეთილი იყოს თქვენი წასვლა...
გელოდით...

(ნაწილი II)
ძალიან ცივა შენს სხეულში.
ველოდები როდის გამოვალ.
მცივა შენში.
მცივა და ვგრძნობ,
რომ ზედმეტად მოგაბეზრე თავი..
სახეები,
ნიღბები,
ნაღმები,
ნომრებით.
შენშია.
შენშია სურვილი.
შენშია სიცივე და შიში.
მე კი გესაუბრები.
შემეძლოს მაინც რამის შეცვლა,
მით უმეტეს შენი.
ან როგორ უნდა შეგცვალო,
როცა შენი ღიმილი მხოლოდ მიზეზთა გახმოვანებაა,
მამოძრავებელი ქსოვილებით.
როცა შენი ტირილი მოვალეობად იქცა,
და როცა შენი საშო ქორწინების
მსხვერპლად ითხოვს ყოფნას.
მე ჯერ არ ვარ.
შეიძლება არც ვიყო.
და ამიტომაც ალბათ ვერ გეკითხები.
თუ რაში გჭირგება ამდენი მიზეზი?
რაში გჭირდება ამდენი გამართლება?
რაში გჭირდება ამდენი სუიციდი,
როცა ვერ ხედავ თუ როგორ
გამოიფიტე ამდენი მოჩვენებებით.
ყოველდღიურან უფრო დაუფრო მგონია რომ შეგცვალეს.
მე ვიცი რომ კვლავ დაელოდები.
და იქნებ მართლა მოვიდეს ვინმე
რომელიც ჩემზე უკეთ მოგატყუებს.
იქნებ და მართლაც მოვიდეს სიზმარი,
რომელიც დაგაძინებს...
იქნებ და მართლა მიხვიდე იქ
სადაც არავინ გელის.
და გაგიმართლოს.
გაიგო ის რაც არასდროს გაინტერესებდა.
მაშინ უკვე სხვაგვარად გეტყვი.
დაივიწყე რომ შენში ვარ.
დაივიწყე რომ მცივა.
დაივიწყე რომ ვერ დავიბადე...
უბრალოდ დაივიწყე...
დაივიწყე ყოველი შენი წარმოსახვითი ჩანასახი,
შენი ჩანასახები.
დაივიწყე რომ ვარსებობდი...
დაივიწყე რომ გცივა,
დაივიწყე რომ ხარ,
და მიხვედი იქ სადაც სულაც არ გინდოდა მისვლა.
შენ კიდევ ერთხელ ამოწმებ შემომავალ ზარს უცნობი ნომრიდან.
მე კი ველოდები როდის შეძლებ ჩემს დავიწყებას.
რომ ახლა მაინც მოვასწრო დაბადება.

(ნაწილი III)
რატომ აკეთებ ასე გრძელებს?
აგრძელებს, აგრძელებს...
სანთელი ანათებს,
ყლე კი დგას.
კულტურის შეხსენების თვალსაზრისით.

Комментариев нет:

Отправить комментарий