четверг, 14 февраля 2013 г.

შ ე ნ


ყავისფერი ღამეები გააქრობენ ამომავალ სინათლეს,
ნაშობი სიჩუმით.
რომელიც არასდროს გაანათებს მთვარის იქეთ.
ფეთქავენ რკალები შავ-თეთრი ურნებით სავსენი.
და ლურჯი, მდუმარე ტუჩები ეკვრიან ერთმანეთს.
შენ კი ვერ ემსგავსები საკუთარ თავს.
და ვერ ეგუები საკუთარ ბოლოს, რომ მოკვდები.
შენი იმედი სამოთხისეული ვნებისა დაბადებამდე კვდება.
შენ ვერ ივიწყებ სიმარტოვეს,
ვერ ივიწყებ მომავალს რომელიც იცი.
შენ გაშინებს ყველაფერი ახალი, მათ შორის მე.
შენი ცრემლები ეფერებიან მარტოობას.
შენი სიყვარული კი მარტოობას გაურბის.
ამიტომაც ყოველთვის ხარ მარტო.
მარტოობის ოცი საუკუნე და ერთი დღე.
აქ აღარავინ მოდის. ისევე როგორც გუშინ.
შენ ძველებურად გრცხვენია ჩემი, გრცხვენია იმის,
რომ მაინც გიყვარვარ,
და გეშინია იმის, რომ შეიძლება არასდროს შეგიყვარო,
რომ ჩემი ფიქრებით შენი სურვილები გავანადგურო,
რომ შენი ცარიელი დღიური წავიკითხო,
რომ კიდევ ერთხელ გითხრა ნახვამდის.
რომ შევძლებ და დაგანახებ არარსებულ სილამაზეს.
რომ დაგავიწყებ მყოფადობას და საცხოვრისს.
და რომ გაჩუქებ ახალ მხედველობას,
ახალი სამყაროს დასანახად.
სადაც არ იქნება არც ერთი ღმერთი.
და არ ვიქნებით ჩვენ...
და არ იქნება არავინ...
და არ იქნება თვით არაფერი...

Комментариев нет:

Отправить комментарий