пятница, 14 июня 2013 г.

დანიილ ჰარმსი - თარგმანი























რეაბილიტაცია
ყოველგვარი ტრაბახის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვალოდიამ ყურქვეშ წამომარტყა და შუბლზე მომაფურთხა, ისე წავავლე ხელი, რომ არასდროს დაავიწყდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვცემე იგი პრიმუსით, უთოთი კი უფრო გვიან საღამოს შევდექი. ასე რომ არც ისე სწრაფად მომკვდარა. ის არ არის მტკიცებულება, რომ ფეხი ჯერ კიდევ დილით მოვაგლიჯე. მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ანდრიუშა კი უბრალოდ ინერციით მოვკალი. ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიძლია. ანდრიუშა და ელიზავეტა ანტინოვნა რატომ ჩამივარდნენ თავისით ხელში? რაში სჭირდებოდათ მათ კარებისკენ გაქცევა. მე მადანაშაულებენ სისხლისმსმელობაში, ამბობენ რომ მე სისხლი დავლიე, მაგრამ ეს ტყუილია, მე უბრალოდ გავლოკე სისხლის გუბეები და ლაქები __ ეს კი ჩვეულებრივი ამბავია, გაანადგურო შენი თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულის ყველანაირი კვალი. ამასთანავე მე არ გამიუპატიურებია ელიზავეტა ანტონოვნა. პირველ რიგში, ის უკვე აღარ იყო ქალწული, და მეორეც მე საქმე დავიჭირე გვამთან, ასე რომ მას მონანიება არც დასჭირვებია. მერე რა, რომ ქალბატონს მალე უნდა ემშობიარა? მევე გამოვიყვანე ბავშვი, და ის ფაქტი რომ პატარა საერთოდ არ იყო სიცოცხლისთვის გაჩენილი ჩემი ბრალი არ არის. მე მისთვის თავი არ მომიწყვეტია. ამის მიზეზი მისი სუსტი კისერი გახლდათ. ის მართალია, რომ მე ჩექმებით გავრისე იატაკზე მათი ძაღლი, მაგრამ ეს უბრალოდ ცინიზმია დამადანაშაულოთ მე ძაღლის მკვლელობაში, როცა გვერდით შეიძლება ითქვას სამი ადამიანის სიცოცხლეა განადგურებული. ბავშვს არ ვთვლი. ნუ კარგი: ყველაფერ ამაში (მე შემიძლია დაგეთანხმოთ), შეიძლება ჩემი მხრიდან ცოტა სიბოროტეც გამოვიჩინე, მაგრამ ჩათვალოთ დანაშაულად ის, რომ მე დავჯექი და მოვისაქმე ჩემს საკუთარ მსხვერპლზე, ეს მაპატიეთ მაგრამ აბსურდულია. მოსაქმება _ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და მაშასადამე სრულიად არ არის დანაშაულებრივი. აქედან გამომდინარე, მე მესმის ჩემი დამცველის საშიშროება, და მიუხედავად ამისა მჯერა, რომ აბსოლიტურად გამამართლებთ.