пятница, 14 июня 2013 г.

დანიილ ჰარმსი - თარგმანი























რეაბილიტაცია
ყოველგვარი ტრაბახის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვალოდიამ ყურქვეშ წამომარტყა და შუბლზე მომაფურთხა, ისე წავავლე ხელი, რომ არასდროს დაავიწყდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვცემე იგი პრიმუსით, უთოთი კი უფრო გვიან საღამოს შევდექი. ასე რომ არც ისე სწრაფად მომკვდარა. ის არ არის მტკიცებულება, რომ ფეხი ჯერ კიდევ დილით მოვაგლიჯე. მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ანდრიუშა კი უბრალოდ ინერციით მოვკალი. ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიძლია. ანდრიუშა და ელიზავეტა ანტინოვნა რატომ ჩამივარდნენ თავისით ხელში? რაში სჭირდებოდათ მათ კარებისკენ გაქცევა. მე მადანაშაულებენ სისხლისმსმელობაში, ამბობენ რომ მე სისხლი დავლიე, მაგრამ ეს ტყუილია, მე უბრალოდ გავლოკე სისხლის გუბეები და ლაქები __ ეს კი ჩვეულებრივი ამბავია, გაანადგურო შენი თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულის ყველანაირი კვალი. ამასთანავე მე არ გამიუპატიურებია ელიზავეტა ანტონოვნა. პირველ რიგში, ის უკვე აღარ იყო ქალწული, და მეორეც მე საქმე დავიჭირე გვამთან, ასე რომ მას მონანიება არც დასჭირვებია. მერე რა, რომ ქალბატონს მალე უნდა ემშობიარა? მევე გამოვიყვანე ბავშვი, და ის ფაქტი რომ პატარა საერთოდ არ იყო სიცოცხლისთვის გაჩენილი ჩემი ბრალი არ არის. მე მისთვის თავი არ მომიწყვეტია. ამის მიზეზი მისი სუსტი კისერი გახლდათ. ის მართალია, რომ მე ჩექმებით გავრისე იატაკზე მათი ძაღლი, მაგრამ ეს უბრალოდ ცინიზმია დამადანაშაულოთ მე ძაღლის მკვლელობაში, როცა გვერდით შეიძლება ითქვას სამი ადამიანის სიცოცხლეა განადგურებული. ბავშვს არ ვთვლი. ნუ კარგი: ყველაფერ ამაში (მე შემიძლია დაგეთანხმოთ), შეიძლება ჩემი მხრიდან ცოტა სიბოროტეც გამოვიჩინე, მაგრამ ჩათვალოთ დანაშაულად ის, რომ მე დავჯექი და მოვისაქმე ჩემს საკუთარ მსხვერპლზე, ეს მაპატიეთ მაგრამ აბსურდულია. მოსაქმება _ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და მაშასადამე სრულიად არ არის დანაშაულებრივი. აქედან გამომდინარე, მე მესმის ჩემი დამცველის საშიშროება, და მიუხედავად ამისა მჯერა, რომ აბსოლიტურად გამამართლებთ.




ზღაპარი
იყო ერთი კაცი, რომელსაც სემიონოვს ეძახდნენ.
ერთხელ სემიონოვი სასეირნოდ წავიდა და დაკარგა ცხვირსახოცი.
სემიონოვმა დაიწყო ცხვირსახოცის ძებნა და დაკარგა ქუდი.
დაიწყო ქუდის ძებნა და დაკარგა პალტო.
დაიწყო პალტოს ძებნა და დაკარგა ჩექმები.
 - აუჰ, - თქვა სემიონოვმა, - ასე ყველაფერს დაკარგავ კაცი.   მგონი სჯობს სახლში წავიდე.
წავიდა სემიონოვი სახლში და გზა აებნა.
 - არა, -  თქვა სემიონოვმა - უკეთესია სადმე ჩამოვჯდები და ვიქნები.
დაჯდა სემიონოვი კენჭებზე და ჩაეძინა.



ჩრდილოეთის ზღაპარი
მოხუცი ტყეში წავიდა, თუმცა არ იცოდა რისთვის. შემდეგ დაბრუნდა და ამბობს:
- ბებერო, ბებრუხანა!
მოხუცი ძირს დაეცა. მას შემდეგ ყველა კურდღელი ზამთარში თეთრია.


* * * *
ორი ადამიანი შელაპარაკდა. ერთს ენა ხმოვნებზე ებმებოდა, მეორეს ხმოვნებზეც და თანხმოვნებზეც.
და როცა ისინი საუბარს მორჩნენ, მიდამო სიმშვიდით აღივსო – თითქოს ჩააქრეს ჩირაღდანი. 


ა რ ა კ ი  
ერთმა საშუალო სიმაღლის კაცმა თქვა: ”მე ყველაფერზე თანახმა ვარ იმისათვის, რომ  ცოტათი მაღალი ვიყო.” დაასრულა თუ არა სიტყვა, ხედავს ფერია. საშუალო სიმაღლის ადამიანი დგას და შიშისგან არაფრის თქმა არ შეუძლია.
- ”აბა !”- ეკითხება ფერია. ხოლო საშუალო სიმაღლის კაცი დგას და დუმს. ფერია გაქრა. აქ საშუალო სიმაღლის კაცმა დაიწყო ტირილი და ფრჩხილების კვნეტა. ჯერ ხელებზე მოიჭამა ფრჩხილები და მერე ფეხებზე.

- მკითხველო, ჩაუფიქრდი ამ არაკს და შენ ვერ იგრძნობ თავს კარგად. . .

Комментариев нет:

Отправить комментарий