четверг, 14 февраля 2013 г.

შეეხე ჩემს სხეულს


შეეხე ჩემს სხეულს,
შეეხე ჩემს სხეულს.
შეეხე ჩემს ორგანულ ნაოჭებს,
როგორც მონატრებას.
შეეხე ჩემს გენდერულ საწყისებს,
შეეხე სალოცავებს,
როცა მათ გაანადგურებ.
შეეხე ჟოლოსფერ სინანულს,
რომელიც შენი ავტომანქანის სალონში გელოდება.
შეეხე ხელებს,
შეეხე მწვანე ბილიარდის ბურთებს.
გრავიტაციული კანონს დარღვევის შემდეგ.
შეეხე გონებამიხდილ მავთულებს საკაბელო ტელევიზიისას.
შეეხე სამყაროს, შემეხე მე.
და შენ ახელ თვალს, ღმერთს კი ძინავს.
და შენ იწყებ ფიქრს მის გარშემო.
მე გავიღვიძე, მან მიღალატა,
ის ყველასია, მე მისი.
და ვისი?
და კითხვამ უპასუხა პასუხს,
და პასუხმა თავი მოიკლა.
შეეხე, სხეული ჯერ კიდევ თბილია.

სიგარეტი ეწეოდა ფილტვებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий