четверг, 14 февраля 2013 г.

ბავშვი


ბავშვი შენში.
როგორც ეგოიზმის მწიფე მარცვალი,
გახვეულ სამოსში თვლემს.
საშო ეფერებაღმერთის ცრემლებით.
ცხელი სისხლძარღვებით.
ისინი აღარ იბადევიან,
და აღარ ათბობენ ერთმანეთის კიდურებს,
მათ შორის ორი სანტიმეტრია.
მათ შორის დაღვრილი სისხლია.
მათ შორის ნაცრისფერი სიმარტოვეა.
და მაინც, როგორი სიშორეა მათში.
რას უდრის ორი სანტიმეტრის წონა.
რატომ ძინავთ მკვდარ ბავშვებს,
როცა მათი მშობლები იხოცებიან.
რატომ სვამენ კითხვები პასუხებს.
და შენ რატომ გჯერა ჩემი ძვლების ერექციის.
შეეშვით ღმერთებს,
თუ ჯერ კიდევ გსურთ მოიპოვოთ სიახლოვე.
შეეშვით ღმერთებს,
თუ ისევ და ისევ გსურთ ერთმანეთის გამოგონება.
შეეშვით სამყაროს თუ არ გშურთმკვდარი ემბრიონების,
რომელთაც შავი თვალები აქვთ.
გადაშლილი ფრესკების წინ.
შეეშვით სიყვარულის ახსნას,
თუ ჯერ კიდევ გესმით ხმა საკუთარი საფლავების.
შეეშვით ფერად მოგონებებს,
როცა გძინავთ ღრმა ძილით და უყურებთ თქვენს გადასარჩენად შექმნილ
საბავშვო მავზოლეუმს.
შეეშვით ბრძოლას
თუკი ოდესმე თქვენც მოიგებთ ომს...

Комментариев нет:

Отправить комментарий