четверг, 14 февраля 2013 г.

როცა გძინავს (რკო და ბესი)


ყოველი ახალი დღე ახალი ილუზიით გვკვებავს,
ყოველი დღე იწყება ხვალით,
ყოველი ხვალ კი არ არის გუშინდელის გაგრძელება,

და ყოველთვის როცა ვიღვიძებ,
დღე იწყება ქალით,
დღე იწყება ქარით,
ქალით რომელიც შენი ყოფილი მეა,
ქარით რომელიც
ყოველ დილით თვალებზე გეფერება და გაგირბის....

იდეალური გარემო კვლავაც იდეალურია,
მხოლოდ არასრული,
ელექტროობა მოკვდავია,
ისევე როგორც ქარი,
ისევე როგორც ქალი,
ისევე როგორც მე,
იგივე ამბიცია, რომელიც გადალახულ ჰორიზონტებს ცრიდა,
რომელიც გვეცვა,
და რომელიც ყოველთვის გაურბოდა ვირტუალურ დროს,
იკარგებოდა იქ სადაც დღეს და ხვალ მთავრდება.

ყოველი დღე საწოლიდან შენი დაბადებაა,
ყოველი დღე შენი საშობაო ორგაზმია,
ყოველი დღე ჩვენი ცხოვრებისეული სიზმრების დასასრულია.
ყოველი დღე იმის შეგრძნებაა, რომ არაფერი მთავრდება,
არაფერი მთავრდება იქ სადაც დავიწყეთ,

და მე ისევ მოვალ.
მოვალ სიზმრებში შობილი ჩანასახების ვნებებით,
მოვალ სიზმრებით,
მოვალ ჩემი ძველი, მწვანე სიშორით,
20 წუთით გვიან.
მოვალ მაშინ როცა გამირბიხარ,
მოვალ მაშინ როცა გაგირბივარ,

მოვალ მაშინ როცა ყველაფერი შენი სუნით არის გაჟღენთილი,
მოვალ მაშინ როცა შენი ქარი დაუბერავს,
მოვალ მაშინ როცა შენი სურვილები წარმოქმნილ საზრისებს შეერევა.
მოვალ 20 წუთით გვიან.
მოვალ ათჯერ უფრო გვიან.
მოვალ მაშინ როცა საათებზე ფიქრი სუნთქვას შეწყვეტს.
როცა ყოველი დღე საბნიდან გამოსვლას დააპირებს.
მოვალ და გაჩუქებ ჩემს ილუზიას,
რომ ჩვენ გვძინავს მარადიულ სიზმარში,
რომ ყოველი დღის გამოღვიძება მორიგი სიზმარია,მარადიულ ქარში.
რომ ყოველი დღე ახალი ტყუილია, ჩვენი რეალობის,
რომელიც დაუსრულებლი ემოციით ავსებს
ჩვენს ფარულ და გამოფიტულ უჯრედებს...

ეს მარადიული ძილია,
ჩვენი ძილი მარადიული ტყუილია...

Комментариев нет:

Отправить комментарий