четверг, 14 февраля 2013 г.

კელის ზღაპარი


ფართო სახეები დაემალებიან მოგონებებს და მოისვრიან წამებს.
და შენ შეგრცხვება ჩემი, რადგან ჩვენ დავემსგავსებით ერთმანეთს.
მერინდელი გონება გადაწვავს ჩვენს წარსულს და შეაგინებს ჩვილ ბავშვებს კოკა-კოლით.
მოფრინდებიამ თეთრი კატები და გვამცნობენ სალაროს წიგნაკის გაუქმებას სამუდამოდ.
და გაივლიან მატარებლები.
და მოიტყვნებიან ქალიშვილები და ყველა. . .
ასე თუ ისე.
დაბერდებიან არარსებული ემბრიონები.
და ყველაფერი დაივიწყებს კვნესას.
დაიწყებს ლოდინს.და არ გაიყოფს ლოგინს.

და არ გაანათხოვრებს ტვინს.
და ვერ მოიპოვებს ვანილს.
და ყველაფერი გადაშლის შენს სახელს,
და შენი სახელი გადაწონის გვარს,
და შენი სახება დამდევს თან, და. . .
ჩუმად გამოვედი უსახური სარკიდან.
მე ჩუმად ვარ...
ჩემიც არ მესმის ძმაო,
და მომეც მარილი ჩემი.
და მესვრიან ყვავილებს მდუმარე ლაზიერები.
და ძინავს ღამეს როგორც მე მეფურ ძილით.
და ყველაფერი გადაედოთ ამ ზეებს და ხეებს.
სახლებს და მანქანებს, და შენ...
ყველაფერი გამწვანდა და გაერთიანდა.
შემოევლო ახალი ოდეონები მთვარიან კარუსელებს.
მოიხედეს ჩემსკენ და შეცვალეს დედამიწა.
ჩრდილოეთი აღმოსავლეთით მოაქციეს და სამხრეთი ჩრდილოეთით.
და ყველაფერი უკუღმა მოხდა,
და ყველამ საკუთარი თავი გაჟიმა,
და ყველაფერი მოულოდნელად დაინახა.
და ანტარქტიდა გადნა და აფრიკა გაიყინა.
მე კი გავიხედე მწვანე სხეულიდან.ისინი გავიხსენე ვინც იქ არ მინახავს.
ყველა გავიხსენე.
მოვეფარე მოსაფსამად ხეს.
და არ მინახავს ძაღლი სხვისი.
და დაიძინა დღემ ლოთური ძილით.
შენ კი ღიმილით მაწვდი კითხვას:_’’დილა მშვიდობისა!..’’

Комментариев нет:

Отправить комментарий