четверг, 14 февраля 2013 г.

****(მძინარედ)


მძინარედ დარჩენილ უჩინარ ხეებს,
წითელი ღრუბლები გადაეხვია.
მაგრამ რა საჭირო იყო ეს...
ყველას ეძინა ხეების ქვეშ.
შეექცეოდნენ ერთმანეთის სიზმრებს,
და იცვამდნენ ერთმანეთის ფოთლებად ქცეულ ემოციებს.
ყველას ეძინა.
ყველას ეძინა.
და როგორც მიცვალებულის მესაზე სვამდნენ დაწურული ოფლის წვეთებს.
ცდილობდნენ გადაეტანათ ძილი,
რომელმაც უკვე გაამრუდა დედამიწისეული ფორმები.
მონაქროლი მტვერი,
რომელმაც მოიტანა სუნთქვა მეტეორების და ცეცხლოვანი ღმერთების,
რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გამოიგონეს საკუთარი არსებობის მიზეზი.
და მაინც ჩუმად...
ყველას ძინავს.
ყველას ძინავს.
ყველა ერთმანეთში იხედება და სიცარიელით დაბადებულ მონატრებას პოულობს.
გაურბიან ცნობიერს და პოულობენ სიზმარს,
რომელიც ვიღაც უცხოებმა ჩამოასახლეს ჩვენში.
ჩვენც ველოდებოდით როდის გამოაცხობდა უფერული სივრცე პლანეტებს,
მაგრამ როგორც ყოველთვის დავაგვიანეთ...
როგორც ყოველთვის გვძინავს.
და უკვე გამოღვიძების აღარც გვჯერა.
და ყველას ძინავს...
და ყველას ძინავს...
და უსასრულოა მათი განსასვენებელი თუ მოსასვენებელი.
დაღლილობა და გამჭვირვლე კედლები,
საგნები მათ გარშემო უაზროდ მოძრაობის შეგრძნებას კარგავს
და ნაცნობ ფორმებში ჯდება.

გამოძერწილ პლანეტებს საფუარის სუნი ასდით...

Комментариев нет:

Отправить комментарий