четверг, 14 февраля 2013 г.

****(ვაკუუმი ფეთქავს)


ვაკუუმი ფეთქავს,
ენერგოდოზატორებით აღგზნებული პირი ეძებს სხვას.
ეხება მის გარშემო შეკრულ ეფექტებს...
ზედმეტი სიფხიზლის დროს შევამჩნიე,
რომ პერანგი მთელი თვეა მაცვია...

გავაცნობიერე რომ ჯერ კიდევ ვზივარ.
შევამჩნიე, რომ გარშემო უცხო სხეულებს ძინავთ...
რომლებიც შეექცევიან ერთმანეთის მარტოობას...
იმისათვის რომ დაძლიონ კონსპირაცია...

პრობლემატური ბავშვების... შენახული ბავშვებით...
ყველა საგანი რომელიც უცხო სხელულების გარშემოა მიმოფანტული ძინავთ...
ძინავთ მათ ავტორებს...

ასეთ დროს ძილი შეუქცევადია...
ყოველი მთვლემარე ობიექტი გამოყენებულია,
და ჩართულია საერთო გადაადგილებაში, ელოდება საბოლოო დანიშნულებას...

სამყაროები იცვლება, ოღონდ ჩვენთან არა...
აქ მხოლოთ სანაგვე ყუთებით სავსე ნაგვის მანქანები მოძრაობენ, გამაფრთხილებელი ხაზების ირგვლივ.
და არ იციან როგორ გაექცნენ მათ შორის გაჩენილ ვირტუალურ წრეს...

ღამღამობით ყველა საგანი თავისი სრულყოფილებით აგრძელებს ბრუნვას.
და ელოდება თუ როდის შეწყდება ერთფეროვანი ქუჩების ფეთქვა...

Комментариев нет:

Отправить комментарий