четверг, 14 февраля 2013 г.

ალენ გინსბერგი - ა მ ე რ ი კ ა



მე შენ ყველაფერი მოგეცი ამერიკა და ახლა მე არარაობა ვარ.
ორი დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი ამერიკა 1956 წლის
17 იანვარი.
ჩემი გონება კარგად ვერ არის.
როდისღა დავამთავრებთ ჩვენ ჰუმანურ ომს ამერიკა?
წადი შენი დედაც შენს ატომურ ბომბთან ერთად.
რაღაც თავს ცუდად ვგრძნობ, თავს ნუ მომაბეზრებ.
როდის გახდები ანგელოზებრივი ამერიკა?
როდის გაიხდი შენს ტანისამოსს?
როდის დაინახავ შენსავე თავს საფლავში მწოლიარეს?
როდის იამაყებ შენი მილიონი ტროცკისტით?
რატომ არის შენი ბიბლიოთეკები ცრემლებით სავსე ამერიკა?
ამერიკა როდის გაუგზავნი შენს კვერცხებს ინდოეთს?
მე დავიღალე შენი სულელური მოთხოვნებით.
როდის შემეძლება წავიდე სუპერმარკეტში და ვიყიდო რაც მჭირდება
ჩემი სრულიად კარგი ხედვით?

ამერიკა ამ ყველაფრის შემდეგ არც შენ და არც მე არ ვართ
სრულყოფილნი მომავალი სამყაროსათვის.
შენი მექანიზმი მეტისმეტია ჩემთვის.
შენ მე მაიძულებ ვისურვო გავხდე წმინდანი.
უნდა არსებობდეს სხვა გზა ამ არგუმენტის გამოსაძებნად.
ბეროუზი თენგიერზშია, მე ვფიქრობ იგი არ წამოიღებს უკან უბედურებას.
ყოფილხარ ოდესმე ბედკრული, თუ ეს რაღაც ფორმაა პრაქტიკული
გართობის?
მე ვცდილობ ადგილამდე მივაღწიო.
მე არ ვაპირებ უარვყო ცდუნება.
შეწყვიტე ზეწოლა ამერიკა მე ვიცი რასაც ვაკეთებ.
აყვავებული ხეხილი ჭკნება ამერიკა.
მე რამდენიმე თვეა არ წამიკითხავს გაზეთები, ყოველდღე ვიღაცას
ასამართლებენ მკვლელობისათვის.
ამერიკა მე არ ვნაღვლობ უობლაიებზე.
მე ბავშვობაში კომუნისტი ვიყავი ამერიკა
და არც ვნანობ.
მე მოვწიე მარიხუანა როგორც კი ამის შანსი მომეცა.
მე უსასრულოდ ვზივარ სახლში და გაოგნებული შევცქერი
ვარდებს საკუჭნაოში.
როცა მე ჩინურ ქალაქში მივდივარ ყოველთვის ვთვრები და არც ვინმეს ვუცემივარ.
ჩემი გონება ლაგდება, რაღაც საშინელებით ხდება.
შენ მე აუცილებლად მნახავდი მარქსის კითხვისას.
ჩემი ფსიქოანალიტიკოსი ფიქრობს რომ მე აბსოლუტურად საღ გონებაზე ვარ.
მე არ მსურს ვილოცო ღვითასთვის.
მე მაქვს მისტიური ხედვები და კოსმიური ვიბრაციები.
ამერიკა მე ჯერ კიდევ არ მითქვამს შენთვის თუ რა გავუკეთე შენს ბიძია მაქსს
მას შემდეგ რაც ის რუსეთიდან ჩამოვიდა.
მე შენ მოგმართავ.
აპირებ უფლება მისცე შენს ემოციურ ცხოვრებას დაინგრეს
ჟურნალ თაიმსის მიერ?
მე დაშინებული ვარ ჟურნალ თაიმსით.
მე მას ყოველ კვირას ვკითხულობ.
მისი გარეკანი ყოველთვის თავხედურად დამცქერის და მე ნელ-ნელა
მივდივარ ტკბილეულობის მარაგთან.
მე მას ბერკლის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფში ვკითხულობ.
იგი ყოველთვის მესაუბრება მე ვალდებულებაზე ბიზნესმენები
სერიოზულნი არიან,
კინოპროდიუსერებიც სერიოზულნი არიან,
ყველა სერიოზულია ჩემს გარდა.
აზრად მომდის რომ მე ამერიკა ვარ.
მე ისევ ჩემსავე თავს ვესაუბრები.
აზია ჩემს წინააღმდეგ წამოიმართა.
მე არ მაქვს ჩინელის შანსი.
მე უკეთესად აღვიქვამ ჩემს ეროვნულ რესურსებს.
ჩემი ეროვნული რესურსები შედგება მარიხუანის ორი ნაწილისაგან,
მილიონობით სასქესო ორგანოსაგან, გამოუქვეყნებელი პირადი
ლიტერატურისაგან, რაც გადის 1400 მილს საათში
და ასევე ოცდახუთი ათასი მენტალურის წესებისაგან.
მე არაფერს ვამბობ ჩემს ციხეებზე, არც მილიონობით
პრივილეგიის ქვეშ მყოფებზე, რომლებიც ჩემს საყვავილეში
ცხოვრობენ ხუთი ათასი მზის სხივის ქვეშ.
მე მოვსპე საფრანგეთის საროსკიპოები
თენგიერზი შემდეგი იქნება.
მე მაქვს ამბიცია გავხდე პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მე
კათოლიკე ვარ.
ამერიკა როგორ შემიძლია დავწერო წმინდა ლიტანია შენს
სულელურ განწყობაში?
მე გავაგრძელებ, როგორც ჰენრი ფორდი. ჩემი სტროფები
ისეთივე ინდივიდუალურია როგორც მისი ავტომობილები,
ისე რომ ყველანი სხვადასხვა სქესისანი არიან.
მე შენ მოგყიდი თითო სტროფს 2500 დოლარად, 500 დოლარზე
ქვემოთ შენს ძველ სტროფზე.
გაათავისუფლე ტომ მუნი ამერიკა
ამერიკა იხსენ ესპანელი ლოიალისტები
საკო & ვენცერი არ უნდა მოკვდნენ ამერიკა
ამერიკა მე სკოტსბოროს ბიჭებიდან ვარ.
ამერიკა როცა მე შვიდი წლის ვიყავი
დედამ კომუნისტების შეხვედრაზე წამიყვანა
მათ მოგვყიდეს ჩვენ თითო ბილეთი ხუთ ცენტად
საუბრები ყველასათვის თავისუფალი იყო ყველანი ანგელოზებრივი
იყვნენ და დამწუხრებულნი მუშებზე ფიქრით
ყველანი გულწრფელები იყვნენ შენ ვერც კი წარმოგიდგენია
თუ რა კარგი რამ იყო პარტია 1835 წელს სკოტ ნერინგი უდიდესი
ბერიკაცი იყო ნამდვილი ადამიანი, დედა ბლურმა ამატირა
ერთხელ მე დავინახე ისრაელის დაბლობი
ყველანი ჯაშუშები უნდა ყოფილიყვნენ.
შენ ნამდვილად არ გსურს ომში წასვლა ამერიკა.
ამერიკა ეს ყველაფერი იმ ცუდი რუსების ბრალია.
იმ რუსების და იმ ჩინელების.
და იმ რუსების.
რუსეთს სურს ჩვენ ცოცხლად შეგვჭამოს რუსეთის ძალა არანორმალურია
მას სურს ჩვენი ავტომანქანები ჩვენივე ავტოფარეხებიდან
გამოიყვანოს.
მას სურს ხელში ჩაიგდოს ჩიკაგო. მას სჭირდება წითელი მკითხველების
დაიჯესტი. მას უნდა ჩვენი ავტოქარხნები ციმბირში წაიღოს.
მისი დიდი ბიუროკრატია ანგრევს ჩვენს
ბენზინგასამართ სადგურებს.
ეს არ არის კარგი. უჰ. იგი აიძულებს ინდოელებს ისწავლონ კითხვა
მას სჭირდება დიდი შავი ზანგები. აჰ. იგი ჩვენ ყველას გვაიძულებს
ვიმუშაოთ თექვსმეტი საათი დღეში. მიშველე.
ამერიკა ეს მართლაც რომ სერიოზულია.
ამერიკა მე გიზიარებ იმ შთაბეჭდილებას რაც მე ტელევიზორის
ყურებისგან მივიღე
არის თუ არა ეს ასე ამერიკა?
მე მეტად მართალი ვარ როცა ქვემოთ სამუშაოს ვხედავ.
ის მართალია მე არ მსურს არმიაში წასვლა და არც ჩარხის ბრუნვა
სწორი ნაწილების ფაბრიკაში.
მე ყველა შემთხვევაში ახლომხედველი
და ფსიქოპატი ვარ.
ამერიკა მე საჭეს ვადებ ჩემს გადაღლილ მხარს.

Комментариев нет:

Отправить комментарий