пятница, 22 июля 2016 г.

CROSSWORD (ჰაროლდ & რკო)



ჩემი ტილოები ამშრალებდნენ ღმერთის ნაფეხურებს არტ-კაფეებში
უცხო ხელები კი მონდომებით ასუფთავებდენ იატაკზე შემხმარ უცნაურ ნამცეცებს.
იმ დღეს მივხვდით, რომ ღმერთი არ არის ირლანდიელი გენიოსი
და არც კინორეჯისორი.
ტელეფონის ზარმა შემაშფოთა, რადგან ტელეფონი არ მქონდა.
ჰალუცინაციების ქაოსი მაჩუქა არადაბადებისდღეზე უტელეფონობამ.
ჰალუციანაციებმა ჩაიარეს და დამრჩა სველი თეთრეულით სავსე მარტოობა.
შეხებამ შეაჩერა დრო...
დრო თეთრკედლიანი პალატებია, რომლებშიც პაციენტებზე ატარებენ ექსპერიმენტებს...
შეიძლება პაციენტებიც ეუფლებიან მათ, ან სულაც პალატები გაურბიან ერთფეროვან სიცარიელეს საკუთარ სივრცეებში და მშვიდდებიან მათი ცქერით.

пятница, 14 июня 2013 г.

დანიილ ჰარმსი - თარგმანი























რეაბილიტაცია
ყოველგვარი ტრაბახის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვალოდიამ ყურქვეშ წამომარტყა და შუბლზე მომაფურთხა, ისე წავავლე ხელი, რომ არასდროს დაავიწყდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვცემე იგი პრიმუსით, უთოთი კი უფრო გვიან საღამოს შევდექი. ასე რომ არც ისე სწრაფად მომკვდარა. ის არ არის მტკიცებულება, რომ ფეხი ჯერ კიდევ დილით მოვაგლიჯე. მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ანდრიუშა კი უბრალოდ ინერციით მოვკალი. ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიძლია. ანდრიუშა და ელიზავეტა ანტინოვნა რატომ ჩამივარდნენ თავისით ხელში? რაში სჭირდებოდათ მათ კარებისკენ გაქცევა. მე მადანაშაულებენ სისხლისმსმელობაში, ამბობენ რომ მე სისხლი დავლიე, მაგრამ ეს ტყუილია, მე უბრალოდ გავლოკე სისხლის გუბეები და ლაქები __ ეს კი ჩვეულებრივი ამბავია, გაანადგურო შენი თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულის ყველანაირი კვალი. ამასთანავე მე არ გამიუპატიურებია ელიზავეტა ანტონოვნა. პირველ რიგში, ის უკვე აღარ იყო ქალწული, და მეორეც მე საქმე დავიჭირე გვამთან, ასე რომ მას მონანიება არც დასჭირვებია. მერე რა, რომ ქალბატონს მალე უნდა ემშობიარა? მევე გამოვიყვანე ბავშვი, და ის ფაქტი რომ პატარა საერთოდ არ იყო სიცოცხლისთვის გაჩენილი ჩემი ბრალი არ არის. მე მისთვის თავი არ მომიწყვეტია. ამის მიზეზი მისი სუსტი კისერი გახლდათ. ის მართალია, რომ მე ჩექმებით გავრისე იატაკზე მათი ძაღლი, მაგრამ ეს უბრალოდ ცინიზმია დამადანაშაულოთ მე ძაღლის მკვლელობაში, როცა გვერდით შეიძლება ითქვას სამი ადამიანის სიცოცხლეა განადგურებული. ბავშვს არ ვთვლი. ნუ კარგი: ყველაფერ ამაში (მე შემიძლია დაგეთანხმოთ), შეიძლება ჩემი მხრიდან ცოტა სიბოროტეც გამოვიჩინე, მაგრამ ჩათვალოთ დანაშაულად ის, რომ მე დავჯექი და მოვისაქმე ჩემს საკუთარ მსხვერპლზე, ეს მაპატიეთ მაგრამ აბსურდულია. მოსაქმება _ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და მაშასადამე სრულიად არ არის დანაშაულებრივი. აქედან გამომდინარე, მე მესმის ჩემი დამცველის საშიშროება, და მიუხედავად ამისა მჯერა, რომ აბსოლიტურად გამამართლებთ.

пятница, 26 апреля 2013 г.

რიჩარდ ბრაუტიგანი (Richard Brautigan) - თარგმანი




მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ 

მე მოეცე საუკუნეში ვცხოვრობ
და შენ აქ ჩემს გვერდით წევხარ.
შენ უბედური იყავი როცა მძინარედ გრძნობდი თავს.
მე ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი.
უიმედოდ ვიგრძენი თავი.
შენი სახე ისეთი მშვენიერია რომ ვერ შევწყვეტ მის აღწერას,
და არაფერია ისეთი რითაც მე შევძლებ ბედნიერი გაგხადო შენ,
როცა შენ გძინავს...


მთვარე ჩვენს წინააღმდეგ, როდესღაც ჩვენ კვლავ ერთად გვძინავს

მე ვზივარ აქ, როგორც ცბიერი ბოროტმოქმედი რომანის პერსონაჟებიდან,
განხილვები და შეფასებები თქვენთვის მომინდია.
ისე, რა მოსატანია, მაგრამ მე გაგციეთ თქვენ უბედურებად,
და მე შევძელი ამით რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო თავისუფალი.
გეტყვით, რომ მარტივად შეიძლებოდა ყველაფრის კარგად დასრულება,
უბრალოდ სუფრასთან რომ დარჩენილიყავით ან დამაჯერებლად გეთქვათ,
მე გამომდის თქვენთან ერთად მთვარის შუქით ტკბობა,
ნაცვლად იმისა, რომ წასულიყავით და დაგეტოვებინეთ მარტო
მის სიმშვიდეში ჩასვენებული.

четверг, 14 февраля 2013 г.

ჰუმანპარკი (სცენარი)

                                                                                              ავტორი: ავთანდილ ხურციძე

სცენა I
ინტერიერი. ოფისი. დირექტორის მისაღები. დგას მდივნის მაგიდა კომპიუტერით და ტელეფონით. მარჯვნივ მოსაცდელი სკამები. ოთახი მთლიანად თეთრია. თეთრია მაგიდა, სკამები და კომპიუტერი. კედლებზე გაკრულია ცხოველთა დაცვის ლოზუნგების მატარებელი პლაკატები და სურათები. მაგიდასთან ახალგაზრდა, მიმზიდველი თია ზის თეთრ გამომწვევ ფორმაში და კომპიუტერში თამაშობს რაღაც თამაშს. მოსაცდელში ზის სოლიდურად ჩაცმული ვეფხია. მიმიკებზე ემჩნევა დაძაბულობა. რეკავს ტელეფონი. მდივანი პასუხობს.

თია: - დიახ, გისმენთ ბატონო ვახტანგ... შემოვიდეს უკვე?.. კარგი  ახლავე შემოვუშვებ.

ტელეფონის ყურმილს დებს და ვეფხიას მიმართავს.

თია: - გთხოვთ შებრძანდეთ, ბატონი ვახტანგი გელოდებათ. გილოცავთ.
ვეფხია: - გმადლობთ.

თია დგება დირექტორის კაბინეტის კარებს ხსნის. ვეფხია თავს დაუკრავს და დაბნეული კაბინეტში შედის.